საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

         

№ 21/29 - 01

04.12.2023

ქ.თბილისი

                                                                                                                          

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ლიანა ჭიჭაყუა - „სოფლის მეურნეობის დაფინანსების გავლენა აგრობიზნესის საექსპორტო პოტენციალზე საქართველოში“     
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  თეა კასრაძე 
1.2. დოქტორანტ ნათია ლაკიას მეცნიერ-ხელმძღვანელად დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი  თეა კასრაძე

1.3. დოქტორანტ ანდრო მეტრეველის მეცნიერ-ხელმძღვანელად დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი  თეა კასრაძე

1.4. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ელენე გრიგოლიას ხელმძღვანელად დაემატოს ასისტენტ-პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი

1.5. დოქტორანტ ვალერიანე ჯოხაძე - ,,მოდელების რისკების შეფასება“
          მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  იური ანანაიშვილი

2. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ოთარ სოსელიას “შრომის ამაზღაურების ოპტიმიზაციის სრულყოფის ღონისძიებები საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პირობებში’’¬ შეიცვალოს: “შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებები საქართველოს სამშენებლო სექტორში”.

3. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნესტან გაფრინდაშვილის  სადისერტაციო თემა ,,გარემოსდაცვითი არასაბაზრო ეფექტების ეკონომიკური ღირებულება და გავლენა საზოგადოების კეთილდღეობაზე’’ შეიცვალოს: ,,გარემოსდაცვითი ზეგავლენის ეკონომიკური ღირებულების შეფასების გამოწვევები საქართველოში“(საზოგადოებრივი კეთილდღეობის ასპექტით).

4. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ პეტრე ადამაძის სადისერტაციო თემა „ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა და მისი სრულყოფის გზები ორგანიზაციაში„ შეიცვალოს: „ორგანიზაციული კულტურის მართვის თანამედროვე მექანიზმები ქსელურ სასტუმროებში“.

5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი       გიორგი ღაღანიძე